სამტრედიის მეთერთმეტე საჯარო სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა ნინი სანიკიძემ ეროვნული გამოცდების შედეგებით სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი გრანტი მიიღო.
ნინი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ( ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკის ინგლისურენოვანი ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მან უმაღლესი ქულები მიიღო ეროვნულ გამოცდებში.