სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდი ჯიხაიშის პირველი საჯარო სკოლის კიდევ ერთმა წლევანდელმა კურსდამთავრებულმა, ნინო ხარაბაძემ მოიპოვა სახელმწიფოსაგან სრული დაფინანსება.
ნინო ასპროცენტიანი გრანტით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.






























































