დღეს, 28 ივნისს, დაბა ურეკში სამტრედიის ,,სამტრედიამ” ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრები გამართა თბილისის ,,საბურთალოსთან”.
U10 სამტრედიის ,, სამტრედიამ”(მთავარი მწვრთნელი ლერი მეგენეიშვილი) თბილისის ,, საბურთალო” ანგარიშით, 4:2 დაამარცხა.
დღესვე ,,საბურთალოელი” თანატოლები დიდი ანგარიშით, 10:1 დაამარცხეს U12 ,, სამტრედიას” ფეხბურთელებმა( მთავარი მწვრთნელი ოთიკო ზაქარეიშვილი).
,, ვულოცავ სამტრედიელ სპორტსმენებს მორიგ წარმატებას. ამ ზაფხულს ნორჩი ფეხბურთელები შესვენებაზე გადიან. შევიკრიბებით აგვისტოს დასაწყისში. შეკრების პირველ ეტაპს გავივლით ადგილზე, სამტრდიაში, ხოლო შეკრების მეორე ეტაპს – ქობულეთში. მოვემზადებით სექტემბერში სეზონის დასაწყებად.”- ,, გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა U12 ,, სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა, ოთიკო ზაქარეიშვილმა.
ავტორი