მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სოფელ გომის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნარგიზა თევზაძეს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და მედალი გადასცა.
,, საუკეთესო მასწავლებლის კანდიდატურად სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ წარდგენილი იყო გომის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნარგიზი თევზაძე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ იგი დაჯილდოვდა სიგელითა და სამკერდე ნიშნით. ქალბატონი ნარგიზა ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სოფლის საჯარო სკოლაში. ის გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით. ნარგიზი თევზაძე მრავალი თაობის სასახელოდ აღმზრდელი პედაგოგია. შევეცადეთ, დღევანდელი დღე მისთვის სიურპრიზი ყოფილიყო, მასწავლებლის დღის მილოცვასთან ერთად ეს სიხარული მიგვენიჭებინა. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველა პედაგოგს ვულოცავ მასწავლის დღეს, განსაკუთრებით ჩვენი მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს, “– ,, გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, ალექსანდრე თევზაძემ.
ავტორი