სამტრედიელი მწვრთნელების, ავთანდილ თარგამაძისა და ბესარიონ შვანგირაძის მოჭიდავეები, დავით ზაქარეიშვილი და ვეფხვია წიქვაძე ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის წარმატებული მონაწილეები გახდნენ.
ტურნირი ჩატარდა თბილისში, ძიუდოს აკადემიის ბაზაზე და მასში მონაწილეობას იღებდა ქუთაისის კლუბი ,,ბაგრატი 2015“, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდნენ სამტრედიელი ფალავნები: დავით ზაქარეიშვილი და ვეფხვია წიქვაძე. 28 მაისს გაიმართა ტურნირის გადამწყვეტი ეტაპი – ოქროს ლიგა, სადაც კლუბმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჩემპიონი გახდა. ,,ბაგრატი 2015″ ტურნირის მთავარი პრიზით, 50 000 ლარით დაჯილდოვდა.
ავტორი





































































