საფეხბურთო კლუბ ,, სამტრედიის ” ფეხბურთელი საბა კვეტენაძე 18 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს.
საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს პორტუგალიის საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე. ტურნირის ფარგლებში ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი სლოვაკეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და მასპინძელი პორტუგალიის 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებს დაუპირისპირდება.