საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ქალთა შორის ჭადრაკში და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, საერთაშორისო ოსტატი სოფიკო ტერელაძე დღეს სინიორ ქალთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
პოლონეთის ქალაქ ლუბლინში გაიმართა ტურნირი, რომელიც შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. საერთო ჩათვლაში მამაკაცთა შორის სოფიკო ტერელაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო ქალთა შორის ჩათვლაში პირველი იყო, რისთვისაც მიიღო ევროპის ჩემპიონის ტიტული სინიორთა შორის 50+1. სოფიკო ტერელაძემ ამ გამარჯვებით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ავტორი