ქალაქ ოზურგეთში 27 მარტს დაიწყო და 29 მარტს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 17 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის. მასში მონაწილეობდა სამტრედიის ,, საჭიდაო კლუბ” ფალავანის მოჭიდავე ნაკრებთა გუნდი.
ზემოაღნიშნული ასპარეზობა წარმატებული აღმოჩნდა 71 კილოგრამ კატეგორიაში მოასპარეზე სამტრედიელი სოსო მეფარიშვილისთვის, რომელმაც ჩემპიონატზე ხუთი შეხვედრა მოიგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც გაინაღდა;
მწვრთნელები ვეფხია და ლაშა სტურუები. სოსო მეფარიშვილი სამტრედიის ქალაქის მეთორმეტე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. იგივე, 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა სამტრედიელი ნოდარ თევზაძე, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო, მესამე ადგილი დაიკავა; მწვრთნელები ზაზა არქანია და ბიძინა მელაშვილი.
ავტორი