სამტრედიის მეორე საჯარო სკოლის კურსდთამთავრებული თამთა კეკელიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
თამთა სამტრედიის ეტალონი მოსწავლე, პროექტ ,,წიგნების თაროს” გამარჯვებულია. ახლახანს იმყოფებოდა კემბრიჯში, საიდანაც უმაღლესი კატეგორიის სერტიფიკატი ჩამოიტანა.
თამთა კეკელიძემ უმაღლესი ქულები მიიღო ეროვნულ გამოცდებშიც.