სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, თეკლა წითელიშვილს, სკოლის დირექცია და პედაგოგები საუკეთესო კურსდამთავრებულად ახასიათებენ:
“თეკლა ყოველთვის ყურადღებიანი და შრომისმოყვარე მოსწავლე იყო. ის აქტიურად ერთვებოდა სასკოლო ცხოვრებაში, იყო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე და სამოქალაქო კლუბის ლიდერი. მისი მონაწილეობით არაერთი პროექტი განხორციელდა. მან სკოლის საბაზო საფეხური კომპიუტერით, ხოლო საშუალო საფეხური ოქროს მედლით დაასრულა. წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და 100%-იანი გრანტიც მოიპოვა.”
სულ მალე, თეკლა წითელიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან ფაკულტეტზე სწავლას შეუდგება.