9 მაისს დაიწყო და 12 მაისს დამთავრდება ევროპის ჩემპიონატი სამბოში, რომელიც
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარეობს. მასში კონტინენტის წარმატებული მოჭიდავეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან სამტრედიელი ფალავნები, რომლებიც თავიანთი მიღწევებით უკვე წამყვან პოზიციებს იკავებენ.
ტიტულოვანი სამტრედიელი სპორტსმენი, უშანგი მარგიანი ფინალში რუმინეთის წარმომადგენელს შეხვდა, ღირსეულ ორთაბრძოლაში დაამარცხა კიდეც და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ცნობისათვის, სამტრედიელი უშანგი მარგიანი ძიუდოში მსოფლიოს მესამე პრიზიორია.
უშანგი მარგიანი სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჭიდაო კლუბ ,,ფალავანის” აღზრდილია. მისი პირადი მწვრთნელია საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ავთანდილ თარგამაძე.
ავტორი