2007-2008 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღეს, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს, სამტრედიის გუნდი კვლავ გამარჯვებული გამოვიდა.
ამჯერად ბიჭებმა ბათუმელი ძლიერი მოწინააღმდეგეების დამარცხება შეძლეს. თამაში სამტრედიის სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.
,, გურია ნიუსი” სამტრედიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელს, მანანა ტყეშელაშვილს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:
,,ჩვენმა ბიჭებმა საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში ბათუმის ნაკრების დამარცხება შეძლო, საუკეთესო თამაში აჩვენეს. ხვალ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ნაკრებს ვხვდებით და თუ ამჯერადაც გავიმარჯვებთ, საქართველოს ჩემპიონები გავხდებით.”
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 ივნისს ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ფრენბურთში 2007-2008 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის . პირველივე დღეს სამტრედიამ ცაგერის გუნდი დაამარცხა.
ავტორი