დედაქალაქში მიტინგზე დასასწრებად, რომელიც 14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საღამოს 6 საათისთვის არის დაგეგმილი, სამტრედიიდან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი აქტივი გაემგზავრა.
,,დაახლოებით, ხუთასამდე მოქალაქე გავედით სამტრედიიდან. მინდა, გითხრათ, არა მარტო ,, ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები მივემგზავრები, მიტინგზე დასწრების სურვილი გამოთქვეს რიგითმა მოქალაქეებმაც, მოხალისეებმა. ისინი ფიქრობენ, რომ დღეს მიტინგზე მისვლით იცავენ არა მარტო ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, არამედ ქვეყნის ღირსებას. ამით ჩვენ ვაფიქსირებთ პოზიციას, გვინდა თუ არა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოში, არამედ რუსეთის გუბერნიაში. მიხეილ სააკაშვილს დღეს ებრძვის რუსეთის იმპერია ბიძინა ივანიშვილის ხელით. ეს სჩანს კიდევაც, როგორი გახარებულები არიან პუტინის პოლიტიკოსები. ანალოგიურად გახარებულია ბიძინას მსახურები”,_ განაცხადა “გურია ნიუსთან” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ბიბილეიშვილმა.
[sexy_author_bio]