ცოტა ხნის წინ სამტრედიიის ავტობანზე ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “გურია ნიუსს” ადგილიდან აცნობეს, მძღოლმა გადმოსვლა აალებული მანქანიდან გადმოსვლა თავად შეძლო.
მისივე თქმით, დაიწვა ტრაილერის მისაბმელი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.