სამტრედიის მეორე საჯარო სკოლა პირველი არხის სატელევიზიო პროექტ ,,წიგნების თაროს” მეათე სასკოლო სეზონის გამარჯვებული გახდა.
ფინალში გუნდი ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას შეხვდა. თამთა კეკელიძემ, საბა ართქმელაძემ და თემო გერაძემ მეათე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფინალი აჩვენეს.
მეათე სასკოლო სეზონის ჩემპიონი, სამტრედიის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები თამთა კეკელიძე, საბა ართქმელაძე და თემო გერაძე კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.