სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პოზიციამაც და ოპოზიციამაც მხარი ერთხმად დაუჭირა სოციალურ პაკეტებში ცვლილებებს, რომლის ფარგლებში ოპერაციების თანადაფინანსება 500 ლარიდან 600 ლარამდე გაიზარდა.
მატება შეეხო სამედიცინო გამოკვლევების მუხლს. თუ ადრე თანადაფინანსება 300 ლარი იყო, 2020 წლის მარტიდან იმ პირებს, რომელთა გამოკვლევების ღირებულება 800 ლარს გადასცდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 ლარით დააფინანსებენ. ხოლო იმ პირებს, რომლებიც სიღატაკის რისკის ქვეშ იმყოფებიან, კერძოდ, ენგრევათ საცხოვრებელი სახლი და არანაირი სახსარი არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით ასეთ კატეგორიას 300 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით მიეცემა.