1-ელ თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. საქართველო უკვე მე-8 წელია, ჩართულია ამ ღონისძიებაში.
მსოფლიოს ასამდე ქვეყნის ადამიანები ამ დღეს ერთიანდებიან საერთო სლოგანის გარშემო: ,,იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!”
სამტრედიის N 3 საჯარო სკოლაში წიგნის საჯარო კითხვის დღე სხვადასხვაგვარი აქტივობით აღინიშნა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საბავშვო ნაწარმოებები წაუკითხეს მოწვეულმა მშობლებმა, უფროსკლასელებმა და მასწავლებლებმა. მე-10 კლასის მოსწავლეებმა კი საჯაროდ კითხვის დღე ,,ვეფხისტყაოსნის” ხმამაღლა წაკითხვით აღნიშნეს.
ავტორი