სამტრედიის მეთორმეტე საჯარო სკოლამ ორი დღის განმავლობაში ორი პედაგოგი დაკარგა. ამწუთებში ცნობილი გახდა, რომ საჩხერის კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 წლის ქალბატონი, ისტორიის პედაგოგი.
მაია გიორგაძე ვირუსის სიმპტომებით საჩხერის კლინიკაში 22 ოქტომბერს მოათავსეს. როგორც ახლობლები ამბობენ, მას არანაირი თანამდევი ავადმყოფობები არ გააჩნდა. კლინიკაში თანდათან დამძიმდა, ბოლო დღეებში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმებმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, მაია გიორგაძის გადარჩენა ვერ მოახერხეს.