24 საბავშვო ბაღიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტში 22 ბაგა-ბაღი მუშაობს. 2 სკოლამდელ დაწესებულებაში, თანამშრომლებში დადასტურებული ინფექციის გამო, სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში სიით 1338 აღსაზრდელი ირიცხება. 23 თებერვლის მონაცემებით 355 ბავშვია გამოცხადებული.
“მართალია, საბავშვო ბაღებში მოსულ აღსაზრდელთა რაოდენობა ჯერ კიდევ დაბალია, პროგრესი მაინც შესამჩნევია. თუ წინა კვირის სტატისტიკა 108 აღსაზრდელს აფიქსირებდა, მიმდინარე კვირაში ამ ციფრმა 355-ს მიაღწია.
დღევანდელი რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი უწყვეტ და საიმედო რეჟიმში მიმდინარეობს. თანამშრომელთა შორის დაინფიცირების 15 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული”, _ “გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოადგილემ, მარინა შენგელიამ.