სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, ქუთაისის #4 შერეულ პოლიკლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინით – „სინოფარმით“ აიცრა.
როგორც ვალერი ფოცხვერიამ განაცხადა, ვაქცინაცია არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება ერთმანეთის წინაშე.
“ჩვენი საერთო სოლიდარობა უნდა იყოს ის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ პანდემიის დამარცხებაში. ამის ყველაზე ეფექტური გზა არის ვაქცინის გაკეთება, რომელიც ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა”.