სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა, დაახლოებით, ერთი თვით ადრე გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო საფელ ჩხენიშის ტერიტორიაზე. მრავალწლიანი ჭადრებისა და კვიპარისის ხეების გასხვლის სამუშაოები 10-კაციანმა ბრიგადამ დილით ადრე დაიწყო.
გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ელგუჯა კალაძემ ,,გურია ნიუსთან” საუბარში განაცხადა, რომ ჩხენიშის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მათი ბრიგადა სამი დღის განმავლობაში იმუშავებს.
“პარალელურად ჩვენი ტექნიკური ჯგუფი წყალსაწრეტი არხების მოწესრიგებას აწარმოებს. ანალოგიური საგაზაფხულო სამუშაოები კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტებსა და საავტომობილო გზების მიმდებარედ ჩატარდება”.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, ვალერიანე ფოცხვერიას განმარტებით, ხეების ნასხლავით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებს მოამარაგებენ.