54- ე სამტრედიის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე, დღის ორი საათისთვის, ხმის მთვლელი და რეგისტრაციის აპარატურა შეიტანეს.
,,უბანზე ასევე შემოვიდა ამომრჩეველთა ბარათები და კონვერტები, მარკირების სითხე და ყველა საჭირო ინვენტარი და საბუთი, რაც საჭიროა არჩევნების სრულყოფილი ჩატარებისთვის. ჩვენს უბანზე 2284 ამომრჩეველია, გადასატანი ყუთით ხვალ 54 ამომრჩეველს მოვემსახურებით.” _ ,, გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა 54-ე სამტრედიის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ია ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ 26 საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.