სამტრედიის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ დღეს 1560 ბავშვზე დაიწყო პროდუქტებისა და საახალწლო ტკბილეულის გაცემა.
,,24 საბავშვო ბაღში სიით რეგისტრირებულ ყველა აღსაზრდელზე გაიცემა სასურსათო კალათა და ტკბილეული. სამტრედიის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სიით 1560 ბავშვია, რომლებიც უკლებლივ მიიღებენ კუთვნილ პროდუქტს. პანდემიის მეორე ეტაპზე ეს რიგით მეორე დარიგებაა იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ჩვენი პატარები ექვსი სახეობის პროდუქტთან ერთად საახალწლო ტკბილეულსაც მიიღებენ. სულ, ჯამში, 21 ლარის ღირებულების სასურსათო კალათას”, _ აღნიშნა ,,გურია ნიუსთან საუბრისას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ხათუნა გაგუამ.
მეორე ეტაპის პროდუქტების შესაძენად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტიდან დაიხარჯა 32 000 ლარი.
არსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს, ხელფასები გაეზარდათ.
დეკემბრის თვიდან ხელფასზე დაერიცხებათ 125 ლარი.