გახსნიდან ძალიან მალე, ჯეო ჰოსპიტალსის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილებაში, პირველი ახალშობილი დაიბადა.
აბაშის მკვიდრმა, 19 წლის ნასტია მაღნარაძემ ფიზიოლოგიური მშობიარობით, მდედრობითი სქესის, წონით 4 კილოგრამი და 200 გრამი და სიგრძით 52 სანტიმეტრი, ახალშობილი გააჩინა. დედა და ჩვილი თავს კარგად გრძნობენ.
ექიმების თქმით, ნასტია მაღნარაძე და პატარა ქეთევან სარალიძე სახლში, ორი წლის დათოსთან ოთხშაბათისთვის გაეწერებიან.
ავტორი