სამტრედიაში 23-ე, 27- ე და 48-ე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ზუსტად საღამოს 8 საათზე შეწყდა. დღის განმავლობაში 23-ე უბანზე 476 ამომრჩეველი მივიდა, 27-ზე -455 ამომრჩეველი, 48- ე უბანზე 421- მა ამომრჩეველმა მისცა ხმა სასურველ კანდიდატს.
სამივე საარჩევნო უბანზე საერთო ამომრჩევლის 48, 84 პროცენტი გამოცხადდა, რაც რიცხობრივად 1352 ამომრჩეველს შეადგენს.
ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” სამტრედიის #54- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნანა იმნაძემ მიაწოდა: “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს სამტრედიაში, სამ საარჩევნო უბანზე თანაბარ პირობებში და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. საღამოს რვა საათზე ისე დაიხურა უბნები, არცერთი საჩივარი არ შემოსულა. სამივე უბანზე ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება, მისულიყო და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ხმა მიეცა სასურველი კანდიდატისთვის. სულ მალე გვეცოდინება, ორიდან რომელი მოიპოვებს საკრებულოს დეპუტატის მანდატს“.
[sexy_author_bio]