სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა ორშაბათიდან, 18 იანვრიდან დაიწყო.
როგორც ,,გურია ნიუსთან” საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ელენე ბოხუა ადასტურებს, სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების დაბალი მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი მაინც მიმდინარეობს.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სამტრედიის მე-6, მე-7, მე-11 და მე-12 სკოლების ხელმძღვანელობამ განათლების სამინისტროს მოთხოვნა გაუგზავნა, სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე. აღნიშნული სკოლები სამინისტროდან პასუხს ელოდებიან. ანალოგიური წერილების მომზადებას სამტრედიის სხვა სკოლებიც აპირებენ.