სამტრედიის მუნიციპალიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს სხვადასხვა ფორმით ახორციელებენ. პირველი, მეშვიდე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, ეწერის, დაბა კულაშის, ნიგორზღვის, ნოღის, ღანირის, ჭოგნარის საჯარო სკოლები და კერძო ,,სკოლა ცოდნა” სწავლებას ახორციელებენ დისტანციურად;
ხოლო მესამე, მეოთხე საჯარო სკოლები და კერძო ,, მართლმადიდებლური სკოლა” ჰიბრიდული მეთოდით სწავლობენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სკოლებში სასწავლო პროცესი შერეული ფორმით მიმდინარეობს: ნაწილი კლასებისა სკოლაში დადის, ნაწილი ონლაინ ღებულობს საგაკვეთილო მასალას, _ ინფორმაცია ,, გურია ნიუსს” სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე ბოხუამ მიაწოდა.