სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში ქალმა მეზობელი ოჯახი დააყაჩაღა.
ხანდაზმული ცოლ-ქმრის სახლში ის ნიღბით შეიჭრა და ფულის გამოძალვას შეეცადა, თუმცა ოჯახის უფროსმა, 75 წლის მამაკაცმა ნიღაბი ჩამოხსნა და შემდეგ პოლიციაში უჩივლა.
ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ქალი დაკავებულია. დაზარალებული გიორგი გერგეშანიას თქმით, სახლიდან ცოტახნის წინ 600 ლარი დაიკარგა, ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ეს თანხა სწორედ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილმა მოიპარა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
1tv.ge