7 აპრილს დაიწყო და სავარაუდოდ, სექტემბერში დასრულდება 2009 წელში დაბადებულ ვაჟთა შორის, როინ კვასხვაძის თასზე, ,,იმერეთი-2023-ის” ღია ჩემპიონატი ფეხბურთში, სადაც ასევე მონაწილეობს სპორტული სკოლა ,,სამტრედიის” გუნდი.
დღეს მეორე თამაში შედგა, სადაც ,,სამტრედიამ” ,,ხონის” გუნდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
გამარჯვებით დაიწყეს პირველივე შეხვედრა სამტრედიელმა ნორჩმა ფეხბურთელებმა; მათ ბაღდათის გუნდი დიდი ანგარიშით, 2:8 დაამარცხეს.
მწვრთნელები: ვლადიმერ ქანთარია, ნიკოლოზ ჭიქაშუა; დამხმარე მწვრთნელები: ალექსანდრე ხუჭუა, აკაკი კუპრეიშვილი. მორიგ შეხვედრას სამტრედიის სპორტული სკოლის გუნდი სამშაბათს, ქუთაისის ,, მართვესთან ” გამართავს.
ავტორი