დღეს დილით 6 ახალი პაციენტი შემოიყვანეს სამტრედიის ცხელების ზონაში. ადგილზე ყველა მათგანს აუღეს ნიმუში კოვიდ-19-ის კვლევაზე. პასუხებს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევრისთვის ელოდებიან.
ლუგარის ლაბორატორიის ქუთაისის ფილიალიდან ახალი კოვიდ-19-ის კვლევაზე გუშინ საღამოს 9 საათზე უარყოფითი პასუხები ჩამოვიდა სამტრედიის ცხელების ზონაში.
გაირკვა, რომ სამ სამტრედიელს და აბაშის მუნიციპალიტეტის ერთ მკვიდრს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ექიმი-ინფექციონისტის, მანანა შენგელიას ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, საბედნიეროდ, მწვანე ზონაში რჩება.