ვანის მკვიდრი 62 წლის ქალბატონი სამტრედიის ცხელების ცენტრში გუშინწინ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.
როგორც ამბობენ, ტემპერატურა ფეხზე გადაიტანა. არ გაამხილა ანამნეზი.
სამტრედიის ცხელების ცენტრში შემოწმეს კორონავირუსზე და იმერეთის ლაბორატორიიდან დადებითი პასუხი მოვიდა.
ვანის მკვიდრი, 62 წლის ქალბატონი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, ის თბილისიდან დაბრუნდა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, აქტიური ზედამხედველობა იმ პირებზე, ვისთანაც უშუალო შეხება ჰქონდა დაინფიცირებულს.