დღეს სამტრედიაში, ჯეო ჰოსპიტალსის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე არსებულ ცხელების ზონაში ორ ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მათგან ერთი, 53 წლის ქალბატონი სამტრედიელია, ხოლო მეორე, 83 წლის ქალბატონი სენაკის _ მკვიდრი.
“ცხელების ზონაში ორივე მათგანი სიმპტომებით შემოიყვანეს, ჩაუტარდათ კოვიდკვლევა, საიდანაც დადებითი პასუხები მოვიდა. ინფიცირებულები საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს”, _ გვითხრა ექიმმა ინფექციონისტმა, ცხელების ზონის ხელმძღვანელმა, მანანა შენგელიამ.