ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ხახალეიშვილს ჯამრთელობის უმძიმესი პრობლემი ჰქონდა.
სპორტსმენს დაუდგინდა დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით, რისთვისაც საჭირო გულის ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია გახდა. სამწუხაროდ, ლეგენდარული ძიუდოისტის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის, ოლიმპიური ჩემპიონის და ევროპის ორგზის ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო. მას ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო მისი ქვეყნისთვის, რომელიც არაერთხელ ასახელა თავისი მიღწევებით. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ადამიანები ნაადრევად მიდიან ამ ქვეყნიდან, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, რომელთაც დავით ხახალეიშვილმა ბევრი სპორტული სიხარული მიანიჭა წლების მანძილზე.
დავით ხახალეიშვილი დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონისთვის, რომელიც ყოველთვის სათანადო პატივს მიაგებს და გაიხსენებს წარმატებულ სპორტსმენს, ღირსეულ ადამიანს და მოქალაქეს, რომელსაც ქვეყნის და ქალაქის წარმატებისთვის თავი არასოდეს დაუზოგავს”.