“გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს:
“რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, დღეს ის გარდაიცვალა…
ეს არ არის ცალკე აღებული ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის, ან მხოლოდ ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების ტრაგედია – ეს ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და პასუხისმგებლობაა, პირველ
რიგში ხელისუფლების, რომელმაც მისი სასოწარკვეთილი მოქალაქის ხმა ვერ გაიგონა…
როცა ქვეყანა იმართება კორუფციით, არ არსებობს სამართლიანობა, სახელმწიფოს გულგრილობას და პასუხისმგებლობაზე უარის თქმას, ფატალურ შედეგებამდე მივყავართ.
ვუსამძიმრებ ზამირ კვეკვესკირის ოჯახსა და ახლობლებს….”