ეზოთერიკოსი, მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.
“ძალიან ბევრი და კარგი ცვლილება იმაზე ადრე მოვა თქვენთან, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. ევროკავშირის თემასთან დაკავშირებით სასიხარულო ამბები გაგრძელდება.
რაც შეეხება საქართველოს, მე ვწუხვარ ხოლმე, როდესაც ამ წერილს ვკითხულობ, ძალიან დიდი ხანი მჭირდება, რომ ძალა მოვიკრიბო და მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. მართლა სამწუხაროა ჩემთვის, უბრალოდ, უნდა გითხრათ.
როგორც შოვის ამბებთან დაკავშირებით იყო, მაგრამ იქნება თოვლი ტალახი და მოწყვეტა.
ასევე, პატარა ქალაქი, უბანი, იქნება გადასარჩენი. სამაშველო ჯგუფს მინდა მივმართო აქედან, ყურადღებით იყავით, აუცილებლად შეამოწმეთ, ეს იქნება ვერტმფრენი თუ თვითმფრინავი, რადგან როგორც მოხდა დაახლოებით ერთი წლის წინ, მსგავსი შემთხვევა იქნება მფრინავი ობიექტის დაზიანებასთან დაკავშირებით.
იქნება წინამძღვრის, მოძღვრის გარდაცვალება.
აუცილებლად იქნება აფეთქება აეროპორტში, აეროპორტზე თავდასხმა და ამას აუცილებლად გაიგებთ, მაგრამ ეს არ იქნება საქართველოში.
უცნაურად გადაკეტილ ქუჩებს ვხედავ, აქ იქნება ფულის და ნივთების გატანაზე საუბარი;
გარდა იმისა, რომ თურქეთში ძალიან დიდი ზვავი იქნება და მიწისძვრა, იქნება წყლის მოვარდნა და ზუსტად იმ ნგრევაზე საუბრობს. ეს აუცილებლად შეეხება საპორტო ქალაქებს, სადაც ზღვაა”.