გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ქართული ოცნების” მიერ ევროპელი სოციალისტების გაერთიანების (PES) დატოვების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას აღმაშფოთებელს უწოდებს.
“აღმაშფოთებელია! არ არსებობს PES-ის “იდეოლოგიური ტრანსფორმაცია”. სოციალური დემოკრატია ყოველთვის და ყველგან თავისუფლების, ადამიანის უფლებების, სამართლის ერთგულია! სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” არ არის ევროპული ოცნება” – წერს როთი სოციალურ ქსელ ტვიტერში.