„გაკეთებული სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის: პარლ. თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით, აი შეხედეთ არ აინტერესებს სხვა არაფერი – ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში.
ძალიან აღმაშფოთა როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი პოლიტიკური “შატალო” ეს არ ყოფილა. მითუმეტეს არ მივიღებ ასეთ კრიტიკას იმათგან, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე სეირნობდა უცხოეთში სამეგობროებით. ჩემი მხრიდან იმ ვიდეოჩართვის გავრცელება, აშკარაა არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ხელოვნური ისტერიის გასანეიტრალებლად, თუმცა რეალურად ეს იყო პასუხი იმ მომენტში ფეიკნიუსზე _კომოზე ვისვენებდი თუ პარლამენტში ვიყავი. ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის.
სინამდვილეში მთელი ეს ფეიკი ააწყვეს იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად და მეორე დღეს იყო სამსახურში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ტელეკომპანია იმედში, გადაცემაში „კვირის თემა” განაცხადა.