https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„სანამ ბიძინა გაიქცევა…“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს

21:31; 15.08.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალურ ქსელში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წერილი ვრცელდება.

“ცოტა გრძელი გამოვა ალბათ, მაგრამ რადგან რამდენიმემ მკითხეთ, რას ელოდებიო, ბარემ საჯაროდ დავწერ, თან წინა კვირა “ჩავაგდე” (ძალიან ცხელა აქ და ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ სიცხეში დისფუნქციური ვხდები) და მაგასაც ავანაზღაურებ.
ისევ იმით დავიწყებ, რომ მე მხოლოდ ტელევიზორის ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი, პლუს ადვოკატები თუ მომიყვებიან დამატებით რა ხდება სოც.ქსელებში. ამიტომ, თავს ვერ დავდებ, რომ სურათს სრულად ვხედავ, თუმცა ტენდენციებს მგონია, რომ სწორად ვითვლი.
აქ უცნაური ადგილია მაგ მხრივ – ყველაფერი ის, რაც არ მომწონდა აქეთ მხარეს როცა გარეთ ვიყავი, აქედან ათმაგად ცხადად ჩანს და წყობიდან გამოვყავარ, თუმცა, ამავე დროს, ბევრ ისეთს ხედავ, რასაც გარეთ დიდ ყურადღებას არ ანიჭებდი და ჯამში, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, აქ უფრო ოპტიმისტურად ხარ. ნუ მე ეგრე ვარ.
ტენდენციებს დავუბრუნდები და მოვყვები რას ველოდები. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება ყველაფერი. მე არ ვიცი ზუსტად როდის ჩამოიშლება ეს ბოროტი ცირკი, უბრალოდ მოვყვები ჩემი აზრით საით მიდის პროცესი.
რა დაემართება ქვეყანას:
შენგენთან უვიზო მიმოსვლას (ევროკავშირთან უვიზოს რასაც ვეძახით) დავკარგავთ. ტყუილი ილუზიები არ უნდა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით.
რასაც ახლა აკეთებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არის ის, რაც ჩვენ ვთხოვეთ (არ ვიცი ამაზე რატომ არავინ საუბრობს აქეთ მხრიდან). როდესაც ამ თემაზე დაიწყო სერიოზულად საუბარი ევროპელების მხრიდან, ჩვენი თხოვნა იყო, რომ ერთბაშად არ გაეუქმებინათ, ჯერ დაეყენებინათ პირობები და მოეცათ ვადა, შემდეგ აემოქმედებინათ შეჩერების (და არა გაუქმების) მექანიზმი და კიდევ მოეცათ ვადა, და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება უვიზოს გაუქმებაზე. მე რასაც ვუყურებ, ამ სცენარით მიდიან, ოღონდ პირობები დააყენეს ცოტა არაადექვატური არსებული რეალობისთვის.
მაღალი ალბათობით, ასევე დავკარგავთ თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან, თუ ტექნიკურად ეს შესაძლებელია (არ ვიცი), შეაჩერებენ ასოცირების შეთანხმებასაც.
საქართველოში ფულს აღარ ჩადებს არავინ. ინვესტიციები ისედაც აღარ შემოდის და ეს ტენდენცია გაგრძელდება. სულ უფრო ნაკლები ფული ჩაიდება ინფრასტრუქტურაში (რატომ უნდა ჩადოს მსოფლიო ბანკმა ან EBRD-მა ან ნებისმიერმა სხვამ ფული ქვეყანაში, რომელიც სწრაფი ტემპით ყალიბდება ჩიხად?) სულ უფრო გართულდება გარეთ ვალის აღება და ის, რის აღებასაც მოახერხებს რეჟიმი, იქნება სულ უფრო ძვირი ფული. ეს ყველაფერი უკვე ჩანს, თუმცა თუ ჯერჯერობით რეჟიმი ახერხებს ამ პრობლემების კომპენსირებას სხვადასხვა გზებით, მალე ვეღარ შეძლებს. შედეგი იქნება ეკონომიკური ხასიათის პრობლემები, რასაც ყველა იგრძნობს.
ის, რომ ჩინეთიდან, არაბეთიდან ან კიდევ საიდანმე “მოიტანენ” ფულს – ზღაპარია. რატომ უნდა ჩადონ ან ჩინელებმა, ან არაბებმა, ან ვინც გინდა იმან ფული ჩიხში? ამ ქვეყნის მიმზიდველობის მთავარი ატრიბუტი ის იყო, რომ აქედან უკავშირდები დასავლეთს, რომელთანაც მათ შორის, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა. როცა ეს ქვეყანა სრულად იზოლირებულია დასავლეთისგან, დე-ფაქტო მმართველი დასანქცირებულია აშშ-ს მიერ და მაღალი ალბათობით, სხვა ქვეყნის სანქციებიც მოხვდება, ხოლო ფორმალურ უმაღლეს თანამდებობის პირებს ისევ &ლეებად თვლიან, რადაგნ ხელს არ ართმევს არავინ რუსეთის ღია სატელიტების გარდა, აქ ფულს რატომ ჩადებენ? ახლა მითუმეტეს, ზანგეზურზე სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ.
მაქსიმალურად ცივი გონებით ვცდილობ შევხედო ამ მოცემულობას და ვერ ვხვდები, ამ სპირალიდან როგორ შეიძლება ამოძვრენა. ტრა*ში არიან, ჩემი აზრით.
რა დაემართება წინააღმდეგობას?
იმ ხალხსაც კი, ვინც შარშან ნოემბერ-დეკემბერში მიმტკიცებდა, “ნუ რამდენ ხანს გაგრძელდება? დაიღლებიან და წავლენ სახლში”-ს, აღარ სჯერათ რომ წინააღმდეგობა შეწყდება სანამ ეს რეჟიმი ხელისუფლებაშია.
მე არ ვიცი რა სახეს და ფორმებს მიიღებს ეს ბრძოლა. ალბათ არც არავინ იცის, რადგან ყოველი ასეთი დაპირისპირება ბოროტებასთან უნიკალურია ბევრი თვალსაზრისით.
მაგრამ ვიცი, რომ ბრაზი რომელიც ადამიანებშია, არსად წასულა და არსად წავა, კავშირები, კონტაქტები, მეგობრობები, რომლებიც ჩამოყალიბდა ბოლო თვეებში, არსად გაქრება, განცდა, რომ ყველა ერთ ნავში ვართ და ამ ნავის გადარჩენა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ გაძლიერდება.
ასევე ჩანს, რომ რეჟიმის პროპაგანდა აღარ მუშაობს და იმედი-პოსტივის ბაბლს მიღმა. თან უკვე კაი ხანია, მეტიც, ამჟამინდელი პროპაგანდა აღარც არის გათვლილი იმაზე, რომ ქოცური ბაბლის მიღმა ვინმე რამეში დაარწმუნოს. ამ პროპაგანდის მიზანი მხოლოდ არსებული ბაბლის შენარჩუნებაა. რაც მთავარია, 4 წლინმა პროპაგანდამ და ამ საქმეში ასობით მილიონის დახარჯვამ ვერ დააჯერა უმრავლესობა, რომ გროზნო სჯობს ჰაიდელბერგს.
მე მგონია, რომ ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ იმას, თუ რას ნიშნავს, რომ ასამდე ადამიანი დაიჭირეს, დააშინეს, ათას რამეს დაპირდნენ, მრავალი წლით ციხეში უშვებენ, და არც ერთი (არცერთი!) არ გატყდა. მე ზოგადად მჯერა, რომ ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა ცალკეული ადამიანების მხრიდან ტყუილში მონაწილეობაზე უარის თქმაა.
ნებისმიერ ფასად, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, როგორ უნდა დააჯეროს რეჟიმმა ვინმე, რომ ეს წინააღმდეგობა გარედანაა დაფინანსებული, როდესაც 19-20 წლის ბიჭები ჯიუტად იცავენ საკუთარ სიმართლეს, უარს ამბობენ ე.წ შეწყალებაზე და რამდენიმე წლით მიდიან ციხეში?
ან მზია ამაღლობელმა რაც გააკეთა, ადამიანების 99% ისე კვდება, რომ ეგეთ რამეს, ეგეთ ქცევას ასეთ რეალობაში, მარტო ფილმში თუ ნახავს ან წიგნში თუ წაიკითხავს. ჩვენ ლაივში ვუყურეთ, დაკავებიდან მისჯამდე, თავიდან ბოლომდე. არავინ ელის რომ ცხოვრებაში მოუწევს ასეთ უსამართლობასთან პირისპირ შეჯახებადა, შემდეგ, თვეების განმავლობაში ინკვიზიციის წინაშე საჯაროდ დგომა. არავინ იცის, როგორ მოიქცევა ასეთ დროს წინასწარ. და ჩვენ ვუყურეთ ადამიანს, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სანამ იძულებით ჰყავდათ სცენაზე გამოყვანილი, გიჩენდა განცდას, რომ შეგიძლია გაჩერდე, დაისვენო, ცოტა ხანი მშვიდად იყო, იმიტომ, რომ ის იბრძის, იბრძვის შენს ნაცვლად და ყველას ნაცვლადაც. და შენ, რაც არ უნდა გააკეთო, მხოლოდ უმნიშვნელო ფაფხური იქნება იმასთან შედარებით, რასაც ეს ადამიანი აკეთბს.
ასეთი რეჟიმები მნიშვნელოვანწილად დგას იმაზე, რომ უნდა გატეხოს წინააღმდეგობა, უნდა გატეხოს კონკრეტული ადამიანები, და ეს უნდა ანახოს ყველას, რომ არავინ გაბედოს წინააღმდეგობის გაწევა. როცა რეჟიმი ამას ვერ ახერხებს, ამას აქვს პირიქით შედეგი – ადამიანებში ჩნდება და ძლიერდება რწმენა, რომ ბრძოლას აქვს აზრი და რომ რეჟიმი დამარცხებადია.
მე მგონია, რომ ეს რწმენა უკვე ძლიერდება და ეს პირველ რიგში პოლიტპატიმრების დამსახურებაა.
და ბოლოს, რა დაემართება რეჟიმს?
იზოლაცია გაგრძელდება. არცერთი თავმოყვარე ქვეყნის ლიდერი ამათთან საქმეს არ დაიჭერს. პოლიტიკური იზოლაცია სულ უფრო მეტად გადავა ეკონომიკურ იზოლაციაში. ამათ მოუწევთ ისევ მათხოვრებივით ყველა უცნაურ საერთაშორისო ფორუმებზე სიარული და იქ უცანურ ხალხთან ფოტოების გადაღება, რომ აჩვენონ თავიანთ ბაბლს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და სულ არ თვლიან &ლეებად სამყაროს ცივილიზებულ ნაწილში.
სანქციების რაოდენობაც მოიმატებს მაღალი ალბათობით. აწი სულ რომ ანგელოზებივით მოიქცნენ, ისეთები აქვთ ნაკეთები, რომ ჯერ ყველას არ მიუღია საკადრისი პასუხი.
წინ წამოვლენ სულ უფრო უწიგნური, უტვინო და უსინდისო პერსონაჟები. არავინ ნორმალური, ვისაც აზროვნება და სინდისი შერჩენია, ამ რეჟიმს აღარ გაეკარება. ეს უკვე ჩანს. ისედაც ხომ საშუალო გაქანების, მშიშარა, დაკომპლექსებულ სი*ებს ჩააბარეს ყველაფერი, რომელთაც ცხოვრებაში არასოდეს არაფრისთვის უბრძოლიათ, რადგან ამის ადგილი არ ჰქონდათ. მაგრამ ახლა რა ხალხშიც გამოდგეს და ბრიფინგებს ატარებინებენ, მაინც სხვა სიმაღლეა, მარტო მესიჯბოქსის წაკითხვა და გამეორება შეუძლიათ. საბჭოთა კალკულატორივით არიან პროცესორის ამბავში.
ამ ხალხს ამ ქვეყანაში ცხოვრება სულ უფრო გაურთულდება. კი, სახლები, აგარაკები და მანქანები ექნებათ, მაგრამ ქუჩაში გავლა უკვე პრობლემაა მათთვის. რამდენიც არ უნდა აჯარიმონ მონის დაძახებისთვის ხალხი, დისკომფორტს ვერ გაექცევიან და ვერ დაემალებიან, ვერც თვითონ და ვერც მათი ოჯახის წევრები. ეს იციან. ამიტომ დადიან 7-8 კაციანი დაცვებით.
რეჟიმი გახდება სულ უფრო იზოლირებული ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან და ამას ვერ დააკომპენსირებს გამგებლების კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან. მეტიც, ის გახდება გაცილებით პარანოიდული. ჟანრის კანონია. ამის ნიშნებიც ჩანს უკვე. შინაურების და ყოფილი შინაურების ჭამა გაგრძელდება და უფრო ინტენსიურიც გახდება. მანდ დაიწყებს რეჟიმი ნაკერებზე რღვევას.
ამ სისტემის შენახვა დროთა განმავლობაში დაჯდება სულ უფრო ძვირი. ესეც გარდაუვალია. ეს ფული საიდანღაც უნდა მოიტანონ. მე მგონია, რომ გაუჭირდებათ. ჯერჯერობით რომ ახერხებენ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რაღაც ბალიში ჰქონდათ და/ან გარემოებებმა შეუწყო ხელი. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
რეჟიმის შენახვა არ არის იაფი საქმე ზოგადად. საქართველოსნაირი ქვეყნის გარუსება კი ძალიან ძვირი საქმეა. უბრალოდ ისტორია უნდა იცოდე.
ესაა რასაც მე ველოდები. რაღაცებში შეიძლება ავცდე, რაღაცები შეიძლება განსხვავებულად მოხდეს, მაგრამ ჯამში ტენდენციები ასეთი იქნება. სადამდე მივალთ მანამ, სანამ ბიძინა გაიქცევა (მაქეთ მიჰყავს თვითონ) არ ვიცი, მაგრამ სადღაც რომ გავწყვეტთ და დავუბრუნდებით ნორმალურობას მაგაში ეჭვი არასოდეს შემპარვია.
არ გარუსდება ეს ქვეყანა!
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!”
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას – გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს!

13:32; 29 იანვარი, 2026
პოლიტიკა

დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული, უფლებამოსილება შეუჩერეს

12:34; 29 იანვარი, 2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

21:02; 28 იანვარი, 2026
პოლიტიკა

შეაფერხებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას

15:24; 28 იანვარი, 2026

როდის გაიხსნება ავტოტრანსპორტისთვის სურამის შემოვლითი გზა

ვინ დაასახელა "ოცნებამ" ლანჩხუთში მაჟორიტარებად

ყველა სიახლე

სამართალი

“თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს” _ საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

14:44; 29.01.2026
საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29.01.2026
პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

13:57; 29.01.2026
სამართალი

სისტემატურად აუპატიურებდა ოჯახის წევრს _ დაკავებულია 19 წლის ბიჭი

13:50; 29.01.2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29.01.2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29.01.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას – გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს!

13:32; 29.01.2026
პოლიტიკა

დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული, უფლებამოსილება შეუჩერეს

12:34; 29.01.2026
სამართალი

დააკავეს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინციდენტში მონაწილე პირები

12:26; 29.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილის მამა დააკავეს

11:56; 29.01.2026
საზოგადოება

“განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება დასავლეთ საქართველოში” _ კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ

10:01; 29.01.2026
ზაფრანი

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიცით, რომ რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან

9:49; 29.01.2026
ზაფრანი

რა ასაკში გამდიდრდებით

9:35; 29.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები უტყუარი ინტუიციით

9:32; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო