თუ ღარიბაშვილი არ გადააყენებს ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს და ე.წ. სამი მუშკეტერის საქმეებით პროკურატურა არ დაინტერესდება, მაშინ თავად ღარიბაშვილი გახდება პასუხისმგებელი მთელ იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში ტრიალებს. შესაბამისად, თანამონაწილეც, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
“რადგან სწორედ ამ „ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ადამიანების ჯანმრთელობის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე გაიუმჯობესეს მატერიალური მდგომარეობა და მიითვისეს პოლიტიკური ძალაუფლება.
ანუ, სანამ ჩვენ ამდენი თვეა ზღაპრებს გვიყვებიან, ქვეყანაში შემოსული მილიარდები ქრება;
კოვიდის ფონდით არჩევნებს ყიდულობენ;
გაჩერებული ქვეყნის, გაღატაკებული ხალხის ფონზე ბანკები მარტო იანვარში 117 მილიონიანი სუფთა მოგებაზე გადიან;
( რაც გასულ წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია!)
საბანკო სისტემამ, არაპროფილური საქმიანობით, მანიპულირების მეშვეობით ყველაფერი მიიტაცეს და ასევე არნახულ მოგებებზე გავიდნენ (მაგ. საავადმყოფოები, აფთიაქები, სადაზღვევო კომპანიები…).
მარტივად რომ ვთქვათ, როგორც კი ქვეყანაში ფული შემოვიდა, ამ ფულის სხვადასხვა სქემებით მიტაცება მოხდა.
ადამიანები კი, ცოტა ხანში, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როდესაც მთელი შემოსავლების ნაწილი, რომელსაც მონური შრომის ხარჯზე იხდიან, ვალების მომსახურება დასჭირდება… _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.