ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ ტრამპმა რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი ახალი იერიშის შემდეგ განაცხადა. დონალდ ტრამპის განცხადების შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციითმ დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის განიხილავს ახალ სანქციებსა და ტარიფებს რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაზე ღამით განხორციელებული დარტყმების ტალღის შემდეგ.
„იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ რუსეთი ახლა აბსოლუტურად „ურტყამს“ უკრაინას ბრძოლის ველზე, მე მტკიცედ განვიხილავ რუსეთის მიმართ ფართომასშტაბიან საბანკო სანქციებს, სანქციებს და ტარიფებს, სანამ არ იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო გადაწყვეტა.
მივმართავ რუსეთს და უკრაინას, მიდით მაგიდასთან ახლავე, სანამ გვიანი არ არის. მადლობა!!!“_ აცხადებს დონალდ ტრამპი.
































































