ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ალჟირის დედაქალაქში გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში იტალიელი ლუიჯი სამელე დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ მეოთხედ მოახერხა მსოფლიოს თასზე ოქროს მედლის მოპოვება.