სპორტის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, „NASCAR“-ის ევროპის სერიების იტალიის ეტაპზე, პირველი რაუნდის შემდეგ, სანდრო თავართქილაძემ „ჩელენჯერის თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა, რბოლის ფარგლებში კი მეექვსე პოზიციაზე დაწინაურდა.
სანდრო თავართქილაძე „ღია“ კატეგორიაში, დავით ქაჯაია კი „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს.
„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება.შემდეგი ეტაპი 7-8 ივნისს დიდ ბრიტანეთში გაიმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.