საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე გამოსვლა ბრწყინვალე შედეგით დაასრულა. რუსეთში გამართულ წლის პრესტიჟულ დასკვნით ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ხუთი მედალი მოიპოვეს, აქედან 3 ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
სანქტ-პეტერბურგის დარბაზში გუშინ საქართველოს ჰიმნი სამჯერ აჟღერდა.
ოქროს მედლები გურამ თუშიშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.
გუშინ წინ კი ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლი, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.
საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა, პირველი ადგილი დაიკავა.