სამშაბათს, 28 ივლისს, აშშ–ის სენატმა პირველი პროცედურული კენჭისყრა გამართა კანონპროექტზე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ და მას მხარი დუჭირა _ ეს კანონპროექტი აწ გარდაცვლილმა სენატორმა ლინდსი გრემმა წარადგინა, _ იუწყება nv.ua.
პროცედურული კენჭისყრის შედეგად, სენატში გაიმართება დებატები და წერილობითი შესწორებების განხილვა, რის შემდეგაც ჩატარდება საბოლოო კენჭისყრა. შემდეგ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა განიხილავს და მას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს ხელს.
ტრამპმა უკვე გამოხატა მხარდაჭერა კანონპროექტის მიმართ, რომელსაც გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი წლების განმავლობაში უჭერდა მხარს.
2026 წლის 10 ივლისს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გრემმა განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან შეთანხმების შესახებ კანონპროექტის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც ტრამპს მისცემს უფლებამოსილებას, დააწესოს ტარიფები და სანქციები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობსა და გაზს, რითაც ფინანსურად უჭერენ მხარს პუტინის რეჟიმს.
თუმცა, 11 ივლისის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრემი ვაშინგტონში ჯანმრთელობის უეცარი გაუარესების შემდეგ გარდაიცვალა; სამედიცინო ექსპერტების თქმით, გარდაცვალების მიზეზი ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული აორტის დისექცია გახდა.
13 ივლისს თეთრი სახლის პრესსპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ ტრამპი მხარს დაუჭერდა გრემის მიერ წარმოდგენილ სანქციების პაკეტს.



































































