დასავლური სანქციების პირობებში ჩიპების დეფიციტის და ევროპიდან მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე, ,,სბერბანკმა“ დაიწყო ჩიპების ამოღება ძველი, მაგრამ არა ადრე გააქტიურებული ბარათებიდან და ჩასმა მათი ახალ ბარათში ჩასმა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა DW წერს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის შესახებ ოლგა მაკლაშინამ, სბერბანკის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, Paymentsecurity კონფერენციაზე ისაუბრა.
მაკლაშინამ ამ გადაწყვეტილებას უწოდა “ბრწყინვალთან ახლოს”, ხოლო ჩიპების გადანერგვას ძველი ბარათებიდან ახალში – “რეიმპლანტაცია”.
მისი თქმით პროცესი ასეთია: კოლექციონერებს ჩიპები მოაქვთ გაცემის ცენტრებში, სპეციალისტები მთლიანად შლიან მონაცემებს, შემდეგ კი ჩიპებს მიაქვთ საბანკო ბარათების მწარმოებელთან, რომლებიც ახალ ბარათებში ათავსებენ.
ბანკის მონაცემებით, ყოველთვიურად 375 000-მდე არააქტიური ბარათი გროვდება. მექანიზმი, სავარაუდოდ, წელს დაზოგავს სბერბანკის 1 მილიარდ რუბლს (15,6 მილიონი ევრო).
ცნობისთვის, რუსული ფინანსური ინსტიტუტები Sberbank, Rosselkhozbank და Moscow Credit Bank გათიშული იყვნენ საერთაშორისო გადახდების უმსხვილეს სისტემა SWIFT-თან. ღონისძიება, რომელიც ევროკავშირის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე რაუნდის ფარგლებში იქნა მიღებული, ძალაში 14 ივნისს შევიდა.
აპრილის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა შემოიღო ახალი სანქციების პაკეტი უკრაინის ქალაქ ბუჩაში დანაშაულის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის გამო, რაშიც რუს სამხედროებს ადანაშაულებენ. სბერბანკი და ალფა-ბანკი, ისევე როგორც მმართველი რუსული ელიტა ჯარიმების ქვეშ მოხვდნენ.
ავტორი