სანქციების გამო, რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა მაღალი დონის სესიაზე დასასწრებად ვერ ჩადის. ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა მარია ზახაროვა განაცხადა, რომელიც თავადაც სანქცირებულია.
ასევე მან აღნიშნა, რომ პრობლემები აქვთ დელეგაციის სხვა წევრებსაც.
“ევროპულმა ქვეყნებმა დაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, ამიტომ მინისტრი ლავროვი ვერ მიიღებს მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან კონფერენციაში, გაერო ვერ უზრუნველყოფს ლავროვის ჩასვლას ჟენევაში” – განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა. დაწესდა პერსონალური სანქციებიც ვლადიმირ პუტინის, სერგეი ლავროვის და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსნის მიმართ. ასევე ევროკავშირმა რუსეთს დაუკეტა საჰაერო სივრცე.
[sexy_author_bio]