ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ კრესველმა და სტივ მაკნიკოლასმა ჯერ მხოლოდ პრესისთვის დადგეს მიუზიკლი – “პანდემონიუმი: დაკარგული ნივთების ორკესტრი”.
ამ წარმოდგენით მათ ხორცი შეასხეს საკუთარ იდეას – დაკვრა შესაძლებელია ნებისმიერ ნივთზე”.
სწორედ ამიტომ სპექტაკლში მონაწილე ანსაბლის მუსიკალური ინსტრუმენტები, ძირითადად, საკანალიზაციო მილებისა და სხვა “სანტექნიკური აღჭურვილობისგანაა” დამზადებული, მიუზიკლს კი ფართო მაყურებელი უკვე მოუთმენლად ელის.