მამაკაცები ძალიან ჰგვანან ბავშვებს, უფრო სწორად, მათგან თითქმის არ განსხვავდებიან. ამიტომ, შეეცადეთ, მათთვის ისეთი სათამაშო იყოთ, რომელიც არ მოსწყინდება – ანუ, საინტერესო და ზოგჯერ მიუწვდომელი.
სამწუხარო სტატისტიკით, ქალების 84 პროცენტს წარმოდგენა არ აქვთ ამაზე და მამაკაცთან ურთიერთობაში უამრავ შეცდომას უშვებენ.
ეს ინფორმაცია კი უკვე მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი. გამოირკვა, რომ ქალბატონების 82 პროცენტი უპირატესობას ცოტათი მსუქან, ბრგე მამაკაცებს ანიჭებს.
პრინციპში, ლოგიკურია – ზორბა, მხარბეჭიანი, მძიმეწონიანი მამაკაცის გვერდით თავს გაცილებით დაცულად გრძნობ, ქალებს კი ბუნებრივად აქვთ ამის მოთხოვნილება.
ავტორი