საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 16 წლის მოზარდი გათავისუფლდა. ალექსანდრე შიუკაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
გათავისუფლებულ მოზარდს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც მას ოჯახის წევრები ელოდებიან. გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა მოზარდი დღეს დააკავეს.
წყარო: 1tv.ge