დედამიწა იდეალურად მრგვალი არ არის, ასევე ბრტყელიც არ არის, ის სფეროს ფორმისაა, მაგრამ არა იდეალური.
მზის სისტემის პლანეტებიდან მხოლოდ დედმიწას აქვს ქართული შესატყვისი, დანარჩენი პლანეტების სახელები ბერძნულ-რომაული მითოლოგიიდან არის აღებული
დღე-ღამეში 24 საათი არ არის. სინამდვილეში ჩვენი პლანეტა თავისი ღერძის გარშემო წრეს 23 საათი 56 წუთი 4 წამი უნდება.
დედამიწა არის ერთადერთი პლანეტა, რომელსაც გააჩნია ტექტონიკური ფილები. მეცნიერებს მიაჩნიათ რომ დედამიწა შედგება 7 უზარმაზარი ტექტონიკური ფილისგან, რომლებიც მოძრაობენ სხვადასხვა მიმართულებით წელიწადში 10 სმ სიჩქარით. თანამედროვე გეოლოგიის თანახმად, როდესაც ეჯახებიან ფილები ერთმანეთს, წარმოიქმნება მთები, ხოლო თუ შორდებიან – მიწისძვრები და ვულკანები.
დედამიწას ჰყავდა ტყუპის ცალი, პლანეტა ტაია. მეცნიერებს ასე მიაჩნიათ. ის დაახლოებით, მარსის ოდენა იყო და მდებარეობდა დედამიწის 60 გრადუსით წინ ან უკან. 4.5 მილიარდი წლის წინ პლანეტა დედამიწას შეეჯახა. რატომ სჯერათ ამ თეორიის მეცნიერებს? რადგან დედამიწის მოცულობისთვის მთვარე საკმაოდ დიდი თანამგზავრია, ამასთანავე, მთვარე შეიცავს იზოტოპებს, რომელიც დედამიწისას წააგავს.